ქონების მართვის განყოფილების ფუნქციას, სხვა ფუნქციებთან ერთად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა და რეგისტრაცია, წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალური ქონების პრივატიზების, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით პირობით ან უპირობოდ სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე;
ქონების პრივატიზება არის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის კანონით განსაზღვრული ფორმითა და წესით საკუთრებაში გადაცემა.
მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონის ფორმით.
მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაცია თავსდება ვებგვერდზე www.eauction.ge.
ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირი მერიას მიმართავს განცხადებით, რის შემდგომაც ქონების მართვის განყოფილება იწყებს საქმისწარმოებას ქონების პრივატიზაცის შესახებ.
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული შემდეგი ფორმების გამოყენება:
ა) აღნაგობა;
ბ) უზუფრუქტი;
გ) ქირავნობა;
დ) იჯარა;
ე) თხოვება;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმები.
აღნაგობა – მიწის ნაკვეთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს ვადიან სარგებლობაში ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება, ასევე ამ უფლების გასხვისების, მემკვიდრეობით გადაცემის, თხოვების, გაქირავების უფლება (აღნაგობის უფლება).[1]
უზურფრუქტი – უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის სურთიერთობების მონაწილე.[2]
ქონების სარგებლობისა და პრივატიზაციის უფლებით გადაცემის შესახებ განცხადებით მომართვა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებული პირს.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, აზომვითი ნახაზი, ესკიზი,სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
განცხადება განიხილება 10 დღის ვადაში.
იჯარის ხელშეკრულებით მოიჯარეს განსაზღვრული ქონება გადაეცემა დროებით სარგებლობაში. იჯარა შეიძლება გაიცეს მიწის ნაკვეთზე, შენობა ნაგებობაზე და მოძრავ ქონებაზე.
ქონების მართვის განყოფილება, დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, იწყებს საქმისწარმოებას ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. განცხადებით მომართვა შეუძლია ნებისმიერი დაინტერესებული პირი.
განცხადებას თან უნდა ერთვოდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სხვა დამატებითი დოკუმენტაცია.
იჯარის შესახებ განცხადებების განხილვის ვადაა 10 დღე.
მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და დაინტერესებულ პირს შორის.
არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უფლების მოწმობის გაცემა
კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვალის №189 დადგენილების თანახმად, დაინტერესებული პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე მუნიციპალიტეტის მიერ გაიცემა საკუთრების უფლების მოწმობა.
განცხადებას უნდა დაერთოს:
ა) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.); კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, აგრეთვე მემკვიდრეობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო წარმომადგენლობის შემთხვევაში, დამატებით წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის აზომვითი ნახაზი;
დ) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა (თანხმობები), თუკი კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე და საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლების დათმობა ხდება კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ ერთი ან რამდენიმე კანონიერი მოსარგებლის სასარგებლოდ;
ე) გარკვეული პირობით დროებით გადაცემული არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) ნოტარიულად დამოწმებული წერილობითი უარი უფლებამოსილი ორგანოსაგან პირობის შესრულების მოთხოვნაზე, რომელიც დამოკიდებული იქნება მისი განცხადების დაკმაყოფილების პირობაზე;
ვ) დროებით გადაცემული არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის კანონიერი მოსარგებლის (მოსარგებლეების) მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე აღნიშნულ ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი;
ზ) ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობადახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა)
დამატებით შესაძლებელი მოთხოვნილ იქნეს ცნობა მუნიციპალიტეტიდან საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
შინმოვლის სერვისი საჭიროების მქონე მოქალაქეს, (დაუძლურებულს ან ლოგინს მიჯაჭვულს) შესაძლებლობას აძლევს : კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე. სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას.
ბენეფიციარი შეიძლება იყოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1) განცხადება
2) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა IV-100/ა – ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
3) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
4) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
უფასო კვების უზრუნველყოფის სერვისი ითვალისწინებს: ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ. იმ მოქალაქეებს, რომელთაც უჭირთ გადაადგილება, არიან ლოგინს მიჯაჭულები, გაეწევათ მომსახურება ბინაზე მიტანით.
სასადილოს ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერები, შშმ პირები და სხვა, დაახლოებით 360 ბენეფიციარი. პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1) განცხადება;
2) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
3) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“ ახორციელებს:
სკვერების მოვლა-პატრონობა – ცენტრის მიერ ხდება ქალაქის მასშტაბით მწვანე საფარის – გათიბვა როგორც ქუჩებში, ასევე სკვერებსა და პარკებში. მოსახლეობის მოთხოვნა-განცხადების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული ნებართვით (სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი), სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხდება ხეების მოჭრა, გადაბელვა, დამუშავება. ყოველდღიურად წარმოებს სკვერებისა და პარკების დაგვა-დასუფთავება, საჭიროებისამებრ ნარგავების ირგვლივ ნიადაგის შემობარვა და სავალი გზების ფილების ნიჩბებით გაფხეკა-გაწმენდა.
ქუჩების დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა – ქალაქის ქუჩების დაგვა/დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სპეცტექნიკით გატანა წარმოებს დამტკიცებული გრაფიკის სრული დაცვით ყოველდღიურად. გარდა ამისა სუფთავდება ქალაქში შექმნილი ხელოვნური ნაგავსაყრელებიც.
სანაგვე კონტეინერების დაცლა ხდება დღეში 2-ჯერ, საჭიროების შემთხვევაში სრულდება დამატებითი რეისებიც. კარდაკარ შემოვლით მოსახლეობიდან ნაგავი გაიტანება დღეში 1- ჯერ (ერთიდაიგივე ქუჩიდან ყოველ მე-2 დღეს).
საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობა – საბინაო ფონდის მოვლა-პატრონობის განყოფილება ძირითადად სამუშაოებს აწარმოებს მოსახლეობიდან შემოსული განცხადება-შეტყობინებების საფუძველზე და სისტემატიურად კონტროლდება შესრულების მიმდინარეობაც.
გარდა შემოსული განცხადებებისა სამსახურის მიერ სისტემატიურად ხდება საცხოვრებელი მასივების ტერიტორიების დათვალიერება- ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში ოპერატიული რეაგირება.
ეზოებში საკანალიზაციო ჭების, ამონიჩბვის ორმოების და საერთო სარგებლობის საპირფარეშოების გაწმენდა სპეცმანქანით, სარდაფებში, ეზოებში და სადარბაზოებში საკანალიზაციო ქსელის შეცვლა, გასუფთავება, მონტაჟი და სხვა.
ქალაქ ფოთის მასშტაბით ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებული ამონიჩბვის ორმოს/საპირფარეშოს ამოწმენდვის ღირებულებაა – 1 რეისი 45 ლარი.
ქალაქ ფოთის მასშტაბით იურიდიული პირების მფლობელობაში არსებული ამონიჩბვის ორმოს/საპირფარეშოს ამოწმენდვის ღირებულებაა – 1 რეისი 90 ლარი.
გარე განათების მოვლა-პატრონობა – ძირითადად სრულდება შემდეგი სამუშაოები: საჭიროებისამებრ გარე განათების სანათების შეცვლა, პროჟექტორებისა და ელექტრო-გამანაწილებელი კარადების შეკეთება/შეცვლა, დაზიანებული ლითონის ბოძების აღდგენა ან ახლით შეცვლა, სადენების შეერთების შემოწმება, კაბელის იზოლაციის წინაღობების შემოწმება, კაბელის დაზიანებული ნაწილების შეცვლა, ქსელში ძაბვისა და დატვირთვის შემოწმება, დენკვეთების დარეგულირება, კონტაქტორების დარეგულირება-შეცვლა, დამჭერების გადაჭერა, ფოტო-რელეების რეგულირება -შეცვლა და სხვა. გარდა განცხადება-შეტყობინებებისა სამუშაოები ასევე ხორციელდება სპეციალისტების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დაზიანებების აღმოსაფხვრელად.
ძირითადად სამუშაოებს აწარმოებს მოსახლეობიდან შემოსული განცხადება-შეტყობინებების საფუძველზე.
დასუფთავების მოსაკრებელის ადმინისტრირების (ამოღება) – დასუფთავების მოსაკრებელის ადმინისტრირების (ამოღება) განყოფილების მიერ ხდება ფიზიკური (ქვითრების საშუალებით) და იურიდიული პირებიდან (გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე) დასუფთავების მოსაკრებლის თანხის ამოღება.
ფიზიკური პირის შემთხვევაში დასუფთავების გადასახადი შეადგენს – 1 სულ მოსახლეზე 50 თეთრი, რამოდენიმე სულიან ოჯახზე არაუმეტეს 2 ლარისა.
იურიდიული პირების შემთხვევაში დასუფთავების გადასახადის გაანგარიშება ხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის დადგენილება # 18/24 შესაბამისად.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების კონტროლი – უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ძირითადად მუშაობენ ქალაქის მასშტაბით აკრძალული ტერიტორიებიდან მოხეტიალე ცხოველების განდევნაზე, ასევე პირუტყვის ცენტრალურ ადგილებში დაფიქსირებისას ხდება მათი დაჭერა და სპეც სადგომზე გადაყვანა შესაბამისად მეპატრონეების დაჯარიმებით. განყოფილება ასევე ახდენს მიუსაფარი მაწანწალა ძაღლების კონტროლს კონტრაქტორი კომპანიის მიერ.
ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობა – ხორციელდება ქუჩების მოხრეშვა/მოგრეიდერება და ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის სამუშაოები.
სანიაღვრე არხებისა და სატუმბი სადგურების მოვლა-პატრონობა – ყოველი თვის დასაწყისში ხდება სამუშაო ჯგუფის მიერ ყველა სატუმბი სადგურის შემოვლა-დათვალიერება, გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა. სატუმბ სადგურებზე გრაფიკის შესაბამისად წარმოებდა მორიგეობა. ხორციელდებოდა სატუმბი აგრეგატების, საკონტროლო მზომი სასიგნალო მოწყობილობების, ძალოვანი ტრანსფორმატორების, მართვის ფარების და გამშვები აპარატურების მუშაობაზე მუდმივი მეთვალყურეობა ექსპლუატაციის დადგენილი ნორმებით. ყოველდღიური მორიგეობის შესახებ ჩანაწერები შეიტანება სპეციალურ ჟურნალებში. ასევე ხდება ქალაქის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების ამოწმენდა/დასუფთავება – ამონაღები მასის გატანა და მოსახლეობის მოთხოვნისამებრ დაზიანებული გადასასვლელი ხიდბოგირების დემონტაჟი/მონტაჟი.
ქუჩების მოვლა-პატრონობისა და კეთილმოწყობა – ხორციელდება ქუჩების მოხრეშვა/მოგრეიდერება და ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის სამუშაოები.
ქალაქ ფოთის მასშტაბით ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაშ არსებული ფართის მწვანე საფარის გათიბვის მომსახურების ღირებულება შეადგენს 1 კვ.მ 0,17 ლარი
სატუმბი სადგური – ყოველი თვის დასაწყისში სამუშაო ჯგუფის მიერ ხდება ყველა სატუმბი სადგურის შემოვლა-დათვალიერება, გამოვლენილი დეფექტების აღმოფხვრა. ხორციელდებოდა სატუმბი აგრეგატების, საკონტროლო მზომი სასიგნალო მოწყობილობების, ძალოვანი ტრანსფორმატორების, მართვის ფარების და გამშვები აპარატურების მუშაობაზე მუდმივი მეთვალყურეობა ექსპლუატაციის დადგენილი ნორმებით.
ქუჩების დაგვა დასუფთავება, ნარჩენების გატანა – სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს ქალაქის ტერიტორიის დაგვას, ასევე ნარჩენების გატანას კერძო სახლებისა და მრავალბინიანის საცხოვრებელი სახლებიდან.
ტარიფი განისაზღვრება თითო სულზე 50 თეთრი, არაუმეტეს 2 ლარისა.
ქალაქ ფოთის მასშტაბით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დამატებით მოთხოვნილი სანაგვე კონტეინერის მიწოდება და დასუფთავების მომსახურების ღირებულება – 1 ცალი 200 ლარი.
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების კონტროლი – უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების კონტროლის განყოფილების თანამშრომლები ძირითადად მუშაობენ ქალაქის მასშტაბით აკრძალული ტერიტორიებიდან მოხეტიალე ცხოველების განდევნაზე, ასევე პირუტყვის ცენტრალურ ადგილებში დაფიქსირებისას ხდეება მათი დაჭერა და სპეც სადგომზე გადაყვანა შესაბამისად მეპატრონეების დაჯარიმებით.
ა) წვრილფეხა/მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანა სპეციალურ სადგომზე (1სულზე) – 25 ლარი;
ბ) მსხვილფეხა პირუტყვის დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი 1 (სულზე) – 15 ლარი;
გ) წვრილფეხა პირუტყვის დღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი 1 (სულზე) – 10 ლარი.
მუნიციპალურ ტრანსპორტს (ავტობუსები) განკარგავს შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“.
მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის განრიგთან დაკავშიებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შპს ,,ფოთის სატრანსპორტო კომპანიის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.https://www.facebook.com/transportcompanyofpoti
ქალაქ ფოთში შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობებია:
- მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსი);
- კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსი;
- ტაქსი;
მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს დილის 06:30 სთ – დან საღამოს 23: 30 სთ-მდე.
ქალაქში მოწესრიგებულია საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები. მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური შეადგენს 0,50 თეთრს. შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი კერძო მიკრო ავტუბუსებით მგზავრობის ღირებულება შეადგენს 1 (ერთი) ლარს. ამ ეტაპისთვის, ქალაქში 9 მარშრუტზე მოძრაობს 14 ავტობუსი, ხოლო 9 მარშრუტზე 28 მიკროავტობუსი.
დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეების მოთხოვნისა და საჭიროების გათვალისწინებით, მალთაყვის უბანში, ახალი რაიონიდან, ყოველდღიურად ხორციელდება სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება.
1 ერთეული ადაპტირებული მიკროავტობუსი ემსახურება შშმ ბავშვთა დღის ცენტრს.
ყოველდღიურად თბილისი-ფოთის სამგზავრო მატარებლით ჩამოსულ მგზვარებს
მუნიციპალური ავტობუსები ემსახურება:
N2-რ/კ სადგური-ცენტრი-მალთაყვა
N3-რკ/სადგური-ცენტრი-პორტი-ნაბადა
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათები ვრცელდება მოქალაქეებზე:
M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის
საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან
გათანაბრებული პირები;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული
(მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები;
ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);
გ)ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები,
სასადილოს თანამშრომლები, მედდები და ექიმები;
დ) ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლები;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად
მყოფი დამხმარე ნებისმიერი პირი.
M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები.
შესაბამისი პლასტიკური ბარათის (სამგზავრო პლასტიკური ბარათის) შეძენა შესაძლებელია შპს,,ბევრილი” ჯიხურებში, მოსწავლის ბარათის დასამზადებლად დაინტერესებული პირი (მშობელი) მიმართავს სს ,,თი ბი სი” ბანკს, წარსადგენი დოკუმენტაცია:
- მშობლის პირადობის მოწმობა;
- ბავშვის დაბადების მოწმობა;
M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსები) მარშრუტი
№1 – ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; დავით აღმაშენებლის ხიდი; დავით
აღმაშენებლის ქუჩა; გეგიძის ქუჩა; რეკვავას ქუჩა; ცოტნე დადიანის ხიდი; სამეგრელოს მოედანი;
ჭანტურიას ქუჩა; ლოლუას ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა (წრიული).
№2 – ა) ლოლუას ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; აკაკის ქუჩა; გურიის ქუჩა;
ლერმონტოვის ქუჩა; აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გაგრის ქუჩა (ახალი რაიონი);
ლერმონტოვის ქუჩა; გურიის ქუჩა (მალთაყვის ხიდამდე).
მცოცავი გრაფიკით მშრალ ხიდამდე; სეზონურად მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლი.
უკუსვლა – გურიის ქუჩა (მალთაყვის ხიდიდან); ლერმონტოვის ქუჩა; გაგრის ქუჩა (ახალი
რაიონი); აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); ლერმონტოვის ქუჩა; გურიის ქუჩა; წმ. გიორგის ქუჩა;
რუსთაველის რკალი; კოსტავას ქუჩა; ლოლუას ქუჩა.
ბ) რკინიგზის სადგურის მოედანი; ცოტნე დადიანის ხიდი; სამეგრელოს მოედანი; ჭანტურიას
ქუჩა; ლოლუას ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; აკაკის ქუჩა; გურიის ქუჩა;
ლერმონტოვის ქუჩა; აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გაგრის ქუჩა (ახალი რაიონი); გურიის ქუჩა
(მალთაყვის ხიდამდე).
მცოცავი გრაფიკით მშრალ ხიდამდე; სეზონურად მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლი.
უკუსვლა – გურიის ქუჩა (მალთაყვის ხიდიდან); ლერმონტოვის ქუჩა; გაგრის ქუჩა (ახალი
რაიონი); აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გურიის ქუჩა; წმ. გიორგის ქუჩა; რუსთაველის რკალი
(იუსტიციის სახლი).
რკინიგზის სადგურიდან გასვლა, დღეში ერთხელ-23:20 სთ-დან, ერთი გზა (შესაძლებელია
დროის ცვლილება განხორციელდეს მატარებლის განრიგის ცვლილების შესაბამისად).
გ) აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გაგრის ქუჩა (ახალი რაიონი) ლერმონტოვის ქუჩა; გურიის
ქუჩა; აკაკის ქუჩა; რუსთაველის რკალი; კოსტავას ქუჩა; რკინიგზის სადგურის მოედანი;
სამეგრელოს მოედანი.
აფხაზეთის ქუჩიდან გასვლა, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) დღეში ერთხელ – 08:30 სთ-
დან, ერთი გზა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო
გეგმისა და სასკოლო სასწავლო კალენდრის შესაბამისად).
№3 – ა) სამეგრელოს მოედანი; ცოტნე დადიანის ხიდი; რეკვავას ქუჩა; სამეგრელოს ქუჩა;
ჭავჭავაძის ქუჩა (ბორანის დასახლებამდე).
უკუსვლა – ჭავჭავაძის ქუჩა (ბორანის დასახლებიდან); სამეგრელოს ქუჩა; გეგიძის ქუჩა; დავით
აღმაშენებლის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხიდი; რუსთაველის რკალი; კოსტავას ქუჩა;
სამეგრელოს მოედანი.
ბ) რკინიგზის სადგურის მოედანი; ცოტნე დადიანის ხიდი; სამეგრელოს მოედანი; ჭანტურიას
ქუჩა; ლოლუას ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; დავით აღმაშენებლის ხიდი;
დავით აღმაშენებლის ქუჩა; გეგიძის ქუჩა; სამეგრელოს ქუჩა; ჭავჭავაძის ქუჩა (ბორანის
დასახლებამდე).
უკუსვლა – ჭავჭავაძის ქუჩა (ბორანის დასახლებიდან); სამეგრელოს ქუჩა; გეგიძის ქუჩა; დავით
აღმაშენებლის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხიდი; რუსთაველის რკალი (იუსტიციის სახლი).
რკინიგზის სადგურიდან გასვლა, დღეში ერთხელ-23:20 სთ-დან, ერთი გზა (შესაძლებელია
დროის ცვლილება განხორციელდეს მატარებლის განრიგის ცვლილების შესაბამისად).
N4 – ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; დავით აღმაშენებლის ხიდი; თავდადებულის
ქუჩა (შუქურამდე).
უკუსვლა – თავდადებულის ქუჩა (შუქურადან) ბერდიანსკის ქუჩამდე; ბერდიანსკის ქუჩა; თამარ
მეფის ქუჩა კლდიაშვილის ქუჩამდე; მემედ აბაშიძის ქუჩა (ლიბერთი ბანკი); აღმაშენებლის ქუჩა;
გეგიძის ქუჩა; რეკვავას ქუჩა; სამეგრელოს მოედანი; ფარნავაზ მეფის ქუჩა.
N5 – სამეგრელოს მოედანი; კოსტავას ქუჩა; ზერაგიას ქუჩა; არაგვისპირელის ქუჩა; 8 მარტის ქუჩა;
კოსტავას ქუჩა; სამეგრელოს მოედანი; ცოტნე დადიანის ხიდი; რეკვავას ქუჩა; გეგიძის ქუჩა;
დავით აღმაშენებლის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხიდი; რუსთაველის რკალი; კოსტავას ქუჩა;
სამეგრელოს მოედანი (წრიული).
N6 – სამეგრელოს მოედანი; ცოტნე დადიანის ხიდი; რეკვავას ქუჩა; რკინიგზის გადასასვლელი
ხიდი; სამეგრელოს ქუჩა; ხობის ქუჩა; კოკაიას ხეივანი; მე-7 კმ-ის დასახლება (ხიდამდე).
უკუსვლა: მე-7 კმ-ის დასახლება (ხიდიდან); კოკაიას ხეივანი; ხობის ქუჩა; სამეგრელოს ქუჩა;
გეგიძის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხიდი; რუსთაველის რკალი;
კოსტავას ქუჩა; სამეგრელოს მოედანი.
N7 – ფარნავაზ მეფის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხიდი; დავით აღმაშენებლის ქუჩა; გეგიძის ქუჩა;
რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; სამეგრელოს ქუჩა; შავი ზღვის ქუჩა; მზარელუას ქუჩა
(საცხოვრებელ კორპუსებთან).
უკუსვლა: მზარელუას ქუჩა (საცხოვრებელი კორპუსებიდან); შავი ზღვის ქუჩა; სამეგრელოს ქუჩა;
რკინიგზის გადასასვლელი ხიდი; გეგიძის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ქუჩა; დავით აღმაშენებლის
ხიდი; რუსთაველის რკალი; ფარნავაზ მეფის ქუჩა.
№8 – ჭავჭავაძის ქუჩა (ბორანის დასახლებიდან); სამეგრელოს ქუჩა; გეგიძის ქუჩა; დავით
აღმაშენებლის ქუჩა; დავით აღმაშენებლის ხიდი; რუსთაველის რკალი; კოსტავას ქუჩა; ლოლუას
ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; აკაკის ქუჩა; გურიის ქუჩა; ლერმონტოვის ქუჩა;
გაგრის ქუჩა (ახალი რაიონი); აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გურიის ქუჩა (მალთაყვის
ხიდამდე); მცოცავი გრაფიკით მშრალ ხიდამდე; სეზონურად მალთაყვის უბნის სანაპირო ზოლი.
უკუსვლა – გურიის ქუჩა (მალთაყვის ხიდიდან); აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გაგრის ქუჩა
(ახალი რაიონი); ლერმონტოვის ქუჩა; გურიის ქუჩა; წმ. გიორგის ქუჩა; რუსთაველის რკალი;
კოსტავას ქუჩა; ლოლუას ქუჩა; ფარნავაზ მეფის ქუჩა; რუსთაველის რკალი; დავით აღმაშენებლის
ხიდი; დავით აღმაშენებლის ქუჩა; გეგიძის ქუჩა; სამეგრელოს ქუჩა; ჭავჭავაძის ქუჩა (ბორანის
დასახლებამდე).
№9 – სამეგრელოს მოედანი; კოსტავას ქუჩა; თამარ მეფის ხიდი; ლარნაკას ქუჩა; კოკაიას ხეივანი;
ხობის ქუჩა (ეკლესიასთან).
უკუსვლა: ხობის ქუჩა (ეკლესიიდან); კოკაიას ხეივანი; ლარნაკას ქუჩა; თამარ მეფის ხიდი;
მარჯანიშვილის ქუჩა; სამეგრელოს მოედანი.
№10 – ფარვანაზ მეფის ქუჩა, რუსთაველის რკალი; მშვიდობის ქუჩა; კონსტიტუციის ქუჩა; იონა
მეუნარგიას ქუჩა (ყოფილი კუიბიშევის ქუჩა); ჭყონდიდელის ქუჩა (ბოლომდე), ლერმონტოვის
ქუჩა; გაგრის ქუჩა (ახალი რაიონი); აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი).
უკუსვლა – აფხაზეთის ქუჩა (ახალი რაიონი); გაგრის ქუჩა (ახალი რაიონი); ლერმონტოვის ქუჩა;
ჭყონდიდელის ქუჩა (ბოლოდან); იონა მეუნარგიას ქუჩა (ყოფილი კუიბიშევის ქუჩა);
კონსტიტუციის ქუჩა; მშვიდობის ქუჩა; რუსთაველის რკალი; კოსტავას ქუჩა; ლოლუას ქუჩა;
ფარვანაზ მეფის ქუჩა.
სასწავლო-სააღმზრდელო წელი იწყება 15 სექტემბრიდან და მთავრდება 15 ივლისს;
15 ივლისიდან 1 სექტემბრამდე მუშაობს მორიგე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება; არდადეგები ეწყობა წელიწადში ერთხელ იანვრის თვეში, ორ კვირიანი;
გაერთიანება მუშაობს კვირაში 5 დღეს და ბავშვთა ყოფნის ხანგრძლივობა განისაზღვრება 09:00-18:00 საათამდე.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში აღსაზრდელთა რეგისტრაციას აწარმოებს სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები;
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში ბავშვის ჩარიცხვისას დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ მშობლებმა ან იმ პირებმა, რომლებიც ბავშვს ზრდიან (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი);
ბავშვის ჩარიცხვა მიმდინარეობს საცხოვრებელი ადგილის ან მშობლის სამუშაო ადგილის მიხედვით.
სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაში მიიღებიან აღსაზრდელები 2 წლის ასაკიდან 6 წლის ასაკამდე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ბავშვის მიღების შესახებ;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);
გ) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ვ) 2 ფოტოსურათი.
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს, რომლებიც არ არიან საბავშვო ბაღის ასაკის (6 წელზე მეტი ასაკის ბავშვი), განცხადების საფუძველზე (რომელიც უნდა წარედგინოს განათლების სამინისტროს) შეუძლიათ შემდეგი 1 წლის მანძილზე განაგრძონ სწავლა სკოლამდელ სააღმზრდელო დააწესებულებაში.
წარმოსადეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ბავშვის მიღების შესახებ;
ბ) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100);
გ) დაბადების მოწმობის ასლი;
დ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან;
ვ) ორი ფოტოსურათი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს:
კოვიდ ტესტირება
კოვიდ ტესტირების სერვისი მოიცავს საჭიროების მქონე მოქალაქისთვის სწრაფი ტესტის ჩატარებას.
პარაზიტოლოგიური ლაბორატორიული კვლევა
არსებული სერვისით სარგებლობა არის უფასო. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
აივ ინფექციის სკრინინგის მუნიციპალური საპილოტე პროგრამა
არსებული სერვისი გულისხმობს პირველად ტესტირებას აივ ინფექციაზე. სარგებლობა შეუძლიათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. სერვისი არის უფასო.
ტუბერკულოზის სკრინინგის მუნიციპალური საპილოტე პროგრამა
სერვისი გულისხმობს პირველად ტესტირებას ტუბერკულოზზე. სარგებლობა შეუძლიათ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. სერვისი არის უფასო.
ა(ა)იპ თვითმართველი ქალაქის – ფოთის ბავშვთა ცენტრი უზრუნველყოფს მზრუნველობა მოკლებული ბავშვების მომსახურებას, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად.
ბავშვების ჩარიცხვა ხორციელდება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტეროტორიაზე, ასაკი 6-დან 18 წლამდე. კრიტერიუმებს აფასებს სოციალური მომსახურების სააგენტო, გადაუდებელი სიტუაციიდან გამომდინარე.
განცხადებით ბენეფიციარი მიმართავს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სააგენტო მომართვას ცენტრს რომელსაც უნდა ახლდეს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაებ ცნობა, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, სააგენტოს გადაწყვეტილება.
ცენტრი გათვლილია 10 ბავშვზე.
ბავშვებს ეწევათ 24 საათიანი მომსახურება, მათ შორის საჭიროებიადან გამომდიანრე ლოგოპედის და ფსიქოლოგის დახმარება.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსი” მომხმარებლებს სთავაზობს:
- ცურვის გაკვეთილებს სამოსწავლეო აუზში;
- ცურვის გაკვეთილებს დიდ აუზში;
- ფიტნესს;
ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში განთავსებული ობიექტებია სათამაშო საბავშვო მოედნები; პინგ-პონგის მაგიდები; ჯიხურების პავილიონი; ემონიუსების ხეივანი – დერეფანი; საბავშვო ბიბლიოთეკა; ილუსტრირებული სკამების ხეივანი; ”კანფეტების” ხეივანი; პარკში ასევე განთავსებულია 2 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ნიკოლაძის კოშკი, საბავშვო ბიბლიოთეკა, ტარას შევჩენკოს ძეგლი; 6 კვების ობიექტი; ატრაქციონები.
ატრაქციონების სამუშაო განრიგი:
ორშაბათი – დასვენების დღე;
სამშაბათიდან კვირის ჩათვლით – 15:00 საათიდან 21:00 საათამდე;
გადახდა მოქმედებს პლასტიკური ბარათითა და ბილეთებით. ბარათზე დარიცხული თანხის გამოყენებასა და ბილეთის ვადაზე შეზღუდვა დაწესებული არ არის.
ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ტურიზმის ცენტრი
ჭადრაკისა და შაშის სკოლა
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 5-10 წელი.
სკოლაში რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
საცხენოსნო სკოლა
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 8-16 წელი.
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდდინარეობს წლის ნებისმიერი დრო.
ჭიდაობის კომპლექსური სკოლა
ჭიდაობის კომპლექსური სკოლის მიმართულებებია: ძიუდო, თავისუფალი სტილი, ბერძნულ-რომაული სტილი, სამბო, ქართული ჭიდაობა.
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 6-12 წელი.
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დრო, თუმცა სასურველია: 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.
კანოეს სკოლა
კანოეს სკოლის მიმართულებებია: ბაიდერებით ნიჩბოსნობა, კანოეთი ნიჩბოსნობა.
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 8-13 წელი.
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დრო, თუმცა სასურველია: 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.
კრივის სკოლა
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 6-14 წელი.

კომპლექსური სასპორტო სკოლა
კომპლექსური სასპორტო სკოლის მიმართულებებია: კალათბურთი, ძალოსნობა, ძალისმიერი სამჭიდი, მძლეოსნობა.
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 6-12 წელი.
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დრო, თუმცა სასურველია: 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.
საბრძოლო ხელოვნებათა სკოლა
საბრძოლო ხელოვნებათა სკოლის მიმართულებებია: ტაიკვანდო, უშუ, კარატე, დო.
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 6-14 წელი.
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდდინარეობს წლის ნებისმიერი დრო, თუმცა სასურველია: 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.
ფეხბურთის სკოლა

სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 5-12 წელი.
წყლის სახეობათა კომპლექსური სკოლა
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდდინარეობს 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 6-14 წელი.
ნიჩბოსნობის კომპლექსური სკოლა, აკადემიური ნიჩბოსნობა
სკოლაში რეგისტრაციისათვის წარმოსადგენია: დაბადების მოწმობის ასლი, ჯანმრთელობის ცნობა, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ფოტოსურათი.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდდინარეობს წლის ნებისმიერი დრო, თუმცა სასურველია: 1 სექტემბერი-15 სექტემბერი.
სკოლის მოსწავლე შეიძლება იყოს მოქალაქეები, ასაკი 8-14 წელი.
მოკრივეთა სკოლა “ლიდერი”

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის ხელბურთის კლუბი “ოქროს ვერძი”
ხელბურთის წრე
ხელბურთის სექცია უზრუნველყოფს სწავლებას ხელბურთის მიმართულებით, სპორტულ ობიექტზე 6 მწვრთნელის მეშვეობით, რომლებიც ემსახურებიან სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებს.
ასაკობრივი ჯგუფი 8 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურთაი (3X4).
ა(ა)იპ სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – რაგბის სასპორტო სკოლა
რაგბის წრე
რაგბის წრეზე მიიღებიან ჭაბუკები 5 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N100, დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.
ა(ა)იპ “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა”
საჭადრაკო კლუბი
მოსწავლეების მიღება ხდება 5 წლიდან, მაქსიმალური ასაკი არ არის განსაზღვრული.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ფოტოსურთაი (3X4).
რეგისტრაცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სასურველია 1 სექტემბრიდან – 15 სექტემბრამდე;
ა(ა)იპ არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი
საფორტეპიანო განყოფილება
მოსწავლეთა ჩარიცხვა ხორციელდება მოსამზადებელ ჯგუფში – 6 წლიდან.
სასწავლებელში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია: ჩარიცხვის მსურველი პირის (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4.
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დროს, თუმცა სასურველია: 15 აგვისტო -15 სექტემბერი.
ვოკალური განყოფილება

ხალხურ საკრავთა განყოფილება
სასწავლებელში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია: ჩარიცხვის მსურველი პირის (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი,ფოტოსურათი 3X4.
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დროს, თუმცა სასურველია: 15 აგვისტო -15 სექტემბერი.
კლასიკური ბალეტის განყოფილება
სასწავლებელში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია: ჩარიცხვის მსურველი პირის (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4.
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დროს, თუმცა სასურველია: 15 აგვისტო -15 სექტემბერი.
ქართული ხალხური ცეკვების განყოფილება
სასწავლებელში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია: ჩარიცხვის მსურველი პირის (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4.
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დროს, თუმცა სასურველია: 15 აგვისტო -15 სექტემბერი.
თანამედროდე ესტრადის განყოფილება

თანამედროვე ცეკვების განყოფილება (ჰიპ-ჰოპი და სამეჯლისო ცეკვები)
სასწავლებელში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტებია: ჩარიცხვის მსურველი პირის (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში – კანონიერი წარმომადგენლის) განცხადება, დაბადების მოწმობის ასლი, ფოტოსურათი 3X4.
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
სკოლაში რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის ნებისმიერი დროს, თუმცა სასურველია: 15 აგვისტო -15 სექტემბერი.
სავიოლინე განყოფილება

ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი
საესტრადო სტუდია “ანა-ბანა”
სტუდიაში მოსწავლეები მიიღება ბავშვი 4 წლიდან ზევით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურთაი (3X4).
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
გიორგი ჯანელიძის სახელობის ბავშვთა საესტრადო სტუდია “ენკი-ბენკი” და მელოდია
წრეზე მიიღება ბავშვი 4 წლიდან ზევით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურთაი (3X4).
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია “მზის გული”
წრეზე მიიღება ბავშვი 4 წლიდან ზევით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურთაი (3X4).
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
მკითხველთა კლუბი “ფერადი სამკუთხედი”
წრეზე მიიღება ბავშვი 4 წლიდან ზევით.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურთაი (3X4).
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
ხატვის წრე “მზესუმზირები”

იუმორისტული ჯგუფი “ხამსიშვილები”
ასაკობრივი ჯგუფი: 11 წლიდან 16 წლამდე
მოსწავლეების შერჩევა ხდება კონკურსის წესით.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბი
ასაკობრივი ჯგუფი: 12 წლიდან -16 წლამდე ასაკი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი, ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, მოსწავლის ჯანმრთელობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურთაი (3X4).
დოკუმენტაციის მიღების შემდეგ, ტარდება გასაუბრება.
რუსული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი წრე
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი – შაბათ-კვირა – 11:00-დან 13:00 საათამდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან-12 წლამდე ასაკის.
ქიმიის შემსწავლელი წრე
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი – ოთხშაბათი – 15:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირა 10:00-დან 12:00 საათამდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან-12 წლამდე ასაკის.
ბიოლოგიის შემსწავლელი წრე
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი – ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი – 15:00-დან 18:00 საათამდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან-12 წლამდე ასაკის.
გეოგრაფიის შემსწავლელი წრე
გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1 საათი – ოთხშაბათი – 15:00-დან 17:00 საათამდე, შაბათ-კვირა 10:00-დან 12:00-მდე.
ასაკობრივი ჯგუფი: 9 წლიდან-12 წლამდე ასაკის.
ა(ა)იპ “თვითმმართველო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრი”
გიტარის წრე
მოსწავლეები მიიღება 6 წლიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება, დაბადების მოწმობა, დაბადების მოწმობა, 2ფოტოსურათ, 3×4ზე, ფორმა 100, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობა.
ფორტეპიანოს წრე
მოსწავლეები მიიღება 6 წლიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება, დაბადების მოწმობა, დაბადების მოწმობა, 2ფოტოსურათ, 3×4ზე, ფორმა 100, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობა.
ქორეოგრაფიული წრე
მოსწავლეები მიიღება 6 წლიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება, დაბადების მოწმობა, დაბადების მოწმობა, 2ფოტოსურათ, 3×4ზე, ფორმა 100, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობა.
საესტრადო წრე
მოსწავლეები მიიღება 6 წლიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება, დაბადების მოწმობა, დაბადების მოწმობა, 2ფოტოსურათ, 3×4ზე, ფორმა 100, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობა.
ხალხური საკრავების წრე
მოსწავლეები მიიღება 6 წლიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: განცხადება, დაბადების მოწმობა, დაბადების მოწმობა, 2ფოტოსურათ, 3×4ზე, ფორმა 100, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, დაბადების მოწმობა.
ა(ა)იპ აკაკი ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი
მხატვრული ქსოვის ფაკულტეტი
სწავლის პერიოდი მოიცავს 3 წელს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია: დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზ, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კერამიკის ფაკულტეტი
სწავლის პერიოდი მოიცავს 3 წელს.
მოსწავლეები მიიღება 14 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ხის მხატვრული დამუშავების ფაკულტეტი
სწავლის პერიოდი მოიცავს 3 წელს.
მოსწავლეები მიიღება 14 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ტანსაცმლის მოდელირების ფაკულტეტი
სწავლის პერიოდი მოიცავს 3 წელს.
მოსწავლეები მიიღება 14 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
მინანქრის ფაკულტეტი
სწავლის პერიოდი მოიცავს 1 წელსა და 10 თვეს.
მოსწავლეები მიიღება 14 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ანიმაციის წრე – სწავლის პერიოდი მოიცავს 1 წელს.
მოსწავლეები მიიღება 12 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ფოტოხელოვნების წრე
სწავლის პერიოდი მოიცავს 1 წელს.
მოსწავლეები მიიღება 12 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ხატვის წრე
სწავლის პერიოდი მოიცავს 2 წელს.
მოსწავლეები მიიღება 10 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ფერწერის წრე
სწავლის პერიოდი მოიცავს 2 წელს.
მოსწავლეები მიიღება 5 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
კომპოზიციის შესრულება ფერწერაში
მოსწავლეები მიიღება 10 წლის ასაკიდან.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია დაბადების მოწმობის ასლი, ფორმა N100, ორი ფოტო სურათი 3X4 ზე, ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურის, ხელოვნების განათლების მუშაკების, დამსახურებული საზოგადო მოღვაწეების, სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებული ახალგაზრდების, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეთა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულთა პირების მატერიალური წახალისება ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 აპრილის N 4/15 დადგენილების შესაბამისად, რომლის თანახმად:
განათლების მუშაკებზე მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცემა წელიწადში ერთხელ:
ა) საჯარო ან კერძო სკოლის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;
ბ) საჯარო ან კერძო სკოლის დამსახურებულ მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;
გ) სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო ან კერძო სკოლის მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;
დ) პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯის წლის საუკეთესო მასწავლებლებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;
ე) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების წლის საუკეთესო აღმზრდელ-პედაგოგებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა;
ვ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დამსახურებულ აღმზრდელ-პედაგოგებზე, არაუმეტეს – 500 ლარისა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების დამამთავრებელი კლასის წარჩინებულ მოსწავლეებზე, წელიწადში ერთხელ არაუმეტეს – 300 ლარისა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცეს მატერიალური წახალისება (ჯილდო) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის საუკეთესო კურსდამთავრებულ პირზე წელიწადში ერთხელ არაუმეტეს – 300 ლარისა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მოღვაწე კულტურისა და ხელოვნების მუშაკებზე, რომელთაც აქვთ საიუბილეო თარიღი, კერძოდ:
ა) ღვაწლმოსილ მოღვაწეთა დაბადებიდან 50 წლის შესრულების და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 ლარისა;
ბ) ღვაწლმოსილ მოღვაწეთა კულტურისა და ხელოვნების სფეროში საქმიანობიდან 30 წლის შესრულების და შემდეგ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, არაუმეტეს 500 ლარისა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის დამსახურებულ საზოგადო მოღვაწეებზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს არაუმეტეს 500 ლარისა.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს სხვადასხვა ღონისძიებებში, კერძოდ: საერთაშორისო და საქართველოს მასშტაბით, საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ მიერ დაფუძნებულ სსიპ-ების მიერ გამოცხადებულ ან მათ მიერ ოფიციალურად რეგისტრირებულ საყოველთაოდ აღიარებულ და ჩატარებულ კონკურსებში გამარჯვებულ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-30 წლამდე ახალგაზრდებზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მატერიალური წახალისება (ჯილდო) გაიცეს სხვადასხვა ღონისძიებებში გამარჯვებულ ახალგაზრდებზე არაუმეტეს 300 ლარისა.