პროგრამის მართვა
სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო, მარტოხელა მშობელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა მშობლებს 50 ლარის ოდენობით, მოზარდის 18 წლის ასაკის შესრულებამდე.
საჭირო დოკუმენტაცია
მატერიალური დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მარტოხელა მშობელმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა მშობლებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.