სიახლეები

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები

პროგრამის მართვა

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ – ერთჯერადად 300 ლარის გაცემას.

2. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია  ,,მერკურს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის მიერ ასოციაცია ,,მერკურის“ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში,განხორციელდება თავშესაფრის სარგებლობის დღიური ხარჯის ანაზღაურება 30 ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია

1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:

1) წერილობითი განცხადება;

2) პირადობის მოწმობის ასლი;

3) განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;

4) ასევე, სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში;

5) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. მომსახურების გამწევმა დაწესებულებამ დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელებს თანხის გადარიცხვას დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

დახმარება გაიცემა  ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის საფუძველზე. მსხვერპლი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.

© 2024 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი. ყველა უფლება დაცულია. დეველოპერი: ლაშა კილასონია.

Translate »
casibombahsegeljojobet girişHOLİGANBETjojobetParents In College Skip to content