სიახლეები

სარიტუალო მომსახურება

პროგრამის მართვა

აღნიშნული ქვეპროგრამით ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (100000-მდე ქულის მქონე) მოქალაქეების გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისათვის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება 300 ლარით. ასევე, დამატებით, მიზნობრივი ტრანსფერიდან დიდი სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახები დაფინანსდება 300 ლარით.

საჭირო დოკუმენტაცია

აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომელსაც  უნდა დაერთოს:

1) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

2) გარდაცვალების მოწმობის ასლი ან გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა ან/და გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

3) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;

4) ამონაწერი  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

5) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);

6) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;

7) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

8) საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.

9) შსს მიერ გაცემული ცნობა, არაიდენტიფიცირებული ან უპატრონო გარდაცვლილის  შესახებ.

უპატრონო და არაიდენტიფიცირებული მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და ჩასასვენებელი სასახლის (კუბოს) შესყიდვისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით).

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişjojobetcasino siteleriDeneme Bonuslarcasibom güncel girişcasibomcasibom 726casibomOnwincasibom girişcasibom girişbaywin girişgrandpashabet mobil girişholiganbet girişjojobet Skip to content