ფოთში შიდა საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობებია:
- მუნიციპალური ტრანსპორტი (ავტობუსი)
- კერძო სამარშრუტო მიკროავტობუსი
- ტაქსი
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“ განკარგავს მუნიციპალურ ტრანსპორტს (ავტობუსები)
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) დადგენილი ტარიფების შესაბამისად მგზავრთა გადაყვანა, დადგენილი მარშუტით;
ბ) სატრანსპორტო საშალებების შეკეთება/პროფილაქტიკის, მომსახურებისა და გასამართი სამუშაოების ჩატარება;
გ) საწვავ-საცხები მასალებით სატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფა და მომსახურება;
დ) თავისის საქმიანობის სფეროში შემავალი სამგზავრო ავტობუსების კოორდინაცია;
ე) ავტოსადგომისთვის განკუთვნილი შენობის (ავტოპარკის) და ტერიტორიის მოვლა-პატრონობა;
ვ) საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელების მოვლა-პატრონობა და მართვა;
ზ) პარკირების ადგილების მოწყობა, დახაზვა, საგზაო ნიშნებით აღჭურვა;
თ) პარკირების მონიტორინგი ქალაქში, კანონით დადგენილი წესით დამრღვევებისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების (საჯარიმო ქვითრების) გამოწერა.
მუნიციპალური ავტობუსების შიდა საქალაქო მარშრუტები:
იხილეთ შემდეგ ბმულზე: Visit Poti
მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის საფასური შეადგენს 0,50 თეთრს.
შეღავათები მუნიციპალური ტრასპორტით მგზავრობაზე:
მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
- 0 – 6 წლამდე ბავშვები;
- სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ).