პროგრამის მართვა
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებას სმენაჩლუნგობის (სმენის დაქვეითების მძიმე ფორმა) დაძლევის მიზნით, თუმცა იმპლანტი მუდმივად საჭიროებს ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, რაც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან და მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს ოჯახებისთვის.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალიწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირთა დახმარებას, აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
ა) კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შეძენას;
ბ) პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შეძენას.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე პირი, ან არასრულწლოვანი პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა №100/ა და ანგარიშ-ფაქტურა.
კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი განისაზღვრულია 700 (შვიდასი) ლარით;
პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი განისაზღვრულია 300 (სამასი) ლარით.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.