მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა

პროგრამის მართვა

სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მატერიალურ დახმარებას უწევს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, იმ სახის მედიკამენტების შესაძენად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონრების და 0-18 წლამდე ბავშვების  (სარეიტინგო ქულა  არაუმეტეს 120 000), მარტოხელა პენსიონრების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირების და შშმ ბავშვების, ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკემიით  დაავადებული პირების მედიკამენტებით, ეპილეფსიით დაავადებული პირების ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფას.

საჭირო დოკუმენტაცია

მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N 100/ა;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);

დ)აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი;

ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120000-ს).

მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით“ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.

განცხადებების განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა (რაც დასტურდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტით/დასკვნით (თანდართული გამოკითხვის აქტით)), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული თითოეული მედიკამენტური დახმარებით, ბენეფიციარებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ:

ა) სოციალურად დაუცველ პენსიონრებს და 0-18 წლამდე ბავშვებს (სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 120 000), მარტოხელა პენსიონრებს, მკვეთრად გამოხატულ შშმ პირებს, შშმ ბავშვებს, 100 (ასი) ლარამდე, წელიწადში ერთხელ;

ბ) ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პირებს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ორჯერ;

გ) ეპილეფსიით დაავადებულ პირებს 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ.

მოქალაქემ, ზემოაღნიშნული თითოეული ქვეპროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტების დახმარებით შეუძლია ისარგებლოს საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთხელ.

თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე.

Translate »
Deneme Bonusu Veren Sitelercasibomholiganbet girişcasino siteleriDeneme BonuslarOnwincasibom girişcasino sitelericasibom güncel girişcasibomholiganbetjojobet güncel girişbetturkey girişholiganbet girişcasibomcasibom güncel girişcasibom giriş Skip to content