პროგრამის მართვა
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკ ფაქტორების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის:
ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი;
ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული ფუნქციებია:
გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს; ეპიდ.სიტუაციის შეფასება; სწრაფი რეაგირებისათვის რადიკალური ინფექციის შემოტანის შემზღუდავი ღონისძიებების დასახვა; პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების ინფორმირება არსებულ სიტუაციაზე და მათი ჩართულობა მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობაში; კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საკვებისა და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების ინფორმირება სავარაუდო საკვებისმიერი და წყლისმიერი ინფექციების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა; მოსახლეობის ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ვირუსულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის გაძლიერება და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება.