ძვირფასო აბიტურიენტებო,
დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო.
მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში.
მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით. მჯერა, რომ წინ საინტერესო ცხოვრება გელით და თქვენი შრომა ჩვენ ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენ პირად წინსვლას.