ქალაქი ფოთი ქართული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალს მასპინძლობდა,სადაც ადგილობრივი და რეგიონებიდან ჩამოსული 19 -მდე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილობდა. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მონაწილეები ჯანო ბაგრატიონის სახელობის სახელობითი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.