ქალაქი ფოთი ქართული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალს მასპინძლობდა,სადაც ადგილობრივი და რეგიონებიდან ჩამოსული 19 -მდე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილობდა. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მონაწილეები ჯანო ბაგრატიონის სახელობის სახელობითი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
![ფოთში ქართული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალი გაიმართა](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/08/84p0wkwef0ouzn0.jpg)