“ ჩვენი მიზანია ქალაქში მიმდინარე ყველა პროექტი დადგენილ ვადებში და ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვით შესრულდეს“-განაცხადა სამუშაო შეხვედრაზე ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ,რომელსაც მერის მოადგილეები,ინფრასტრუქტურისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტუქტურული პროექტების ვადებში და ხარისხიანად დასრულების საკითხი.
ფოთის მერმა , ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და გეგმა-გრაფიკის შესრულების კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.