3 ივლისს, ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრის ბავშვთა საესტრადო სტუდია “ანა-ბანამ” და სამეჯლისო ცეკვების სტუდია “მზის გულმა” კონცერტი სახელწოდებით „და ვუმღეროთ სიცოცხლეს… „ გაიმრთა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად სზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებას, ტრადიცილულად მუსიკალურად აფორმებდნენ ცენტრის ხელმძღვანელი ნანუკა ღურჯია და ლევან მაშავა.
სპეციალურად ამ ლამაზი საღამოსთვის შეკერილი ფერადი კოსტიუმებით პატარები მაყურებლის წინაშე სასიმღერო და საცეკვაო მუსიკალური თეატრალიზირებული ნომრებით წარსდგნენ და ენერგიით სავსე, მხიარული ატმოსფერო შექმნეს.
სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა ასაკის შემსრულებლები ენაცვლებოდნენ, რომლებმაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული საესტრადო სიმღერები და სამეჯლისო ცეკვები შეასრულეს.
4 და 5 ივლისს, სტუდიები კიდევ ერთხელ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე, ამჯერად ზღვის სანაპიროზე და მაყურებლებს კვლავ აჩუქებენ დაუვიწყარ საღამოებს.