დავით აღაშენებლის ხიდზე, ქალაქ ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებული მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის ორგანიზებით, საესტრადო სტუდია “ანა-ბანას” (ხელმძღვანელები:ასმათ ურუშაძე,ვერიკო ლოლუა) და სამეჯლისო-ცეკვების სტუდია “მზის გულის” (ხელმძღვანელი:ლევა მაშავა) კონცერტი სახელწოდებით “და ვუმღეროთ სიცოცხლეს…” გაიმართა. ღონისძიებას ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა დაესწრო. მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის აღსაზრდელებმა სანახაობრივად მრავალფეროვანი საესტრადო სიმღერები და სამეჯლისო ცეკვები წარმოადგინეს.
4 და 5 ივლისს,საესტრადო სტუდია “ანა-ბანას ” და სამეჯლისო-ცეკვების სტუდია “მზის გულის” აღსაზრდელები კიდევ ერთხელ წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. კონცერტები კუნძულის სანაპიროზე 20:00 დაიწყება.