ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია მოადგილეებთან – მამუკა პაპასკირთან, პაატა ლაგვილავასთან და თეატრის ხელმძღვანელობასთან ერთად გაეცნო და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლისგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მერიის შესაბამისი სამსახურები თეატრის წარმომადგენლებთან ერთად მუდმივ მონიტორინგს უწევენ თეატრში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესს.
ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, თეატრის მესვეურთა მიერ წამოჭრილი წინადადებები ერთობლივად იქნება განხილული და რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „იმედი“ ასრულებს.
პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების, ფასადის, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემის მონტაჟის და სხვა სარემონტო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.