ფოთში ახალი სატუმბი სადგური აშენდება.
კუნძულის უბანში ახალი სატუმბი სადგურის საპროექტო წინადადებების განხილვას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
კუნძულის უბანში ძველი სადგურის ნაცვლად ახალი, მოდერნიზებული სატუმბი სადგური აიგება, რომლის ორი არხი წამში 800 ლიტრ წყალს გაატარებს. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია.
პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ძლიერი წვიმების დროს უბანში ქუჩების დატბორვის თავიდან ასაცილებლად.
პროექტი შპს „გიასმა“წარმოადგინა.