ქალაქ ზუგდიდში საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტში “დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური განვითარება საქართველოში” რეგიონიდან 100-მდე დევნილი და ადგილობრივი მეწარმე იყო ჩართული. მონაწილეებმა გაიარეს ბიზნეს იდეების კონკურსი, ბიზნეს გეგმის შედგენისა და სოციალური უნარების ხუთდღიანი ტრენინგი და საბოლოოდ კი, საგრანტო კომიტეტის მიერ 37 ბიზნეს იდეის ავტორი სხვადასხვა სამართავი საშუალებებით დაფინანსდა.სამეგრელოში მცხოვრებ 37 დევნილსა და მასპინძელი თემის წარმომადგენელს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან გასავითარებლად სხვადასხვა საშუალებები გადაეცა, ესენია:
* მანქანა-დანადგარები;
* ხელსაწყოები;
* სამუშაო იარაღები და ინვენტარი;
* წარმოების საშუალებები .
გამარჯვებულთა შორის იყო თენგიზ ფიფია,კობა ჩიქოვანი და მარიამ საღლიანი, რომლებიც ქალაქ ფოთში მცხოვრები დევნილები არიან და ამ პროექტის ფარგლებში დაჯილდოვდნენ აღნიშნული მცირე გრანტებით.
პროექტი “დევნილი და მასპინძელი თემის ეკონომიკური განვითარება საქართველოში” დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის, ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) მიერ. პროექტს ახორციელებს ASB საქართველო და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”.