ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლeვან წულაიამ სს „გრინვეი საქართველოს” ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი დაათვალიერეს, სამუშაო პროცესს გაეცნენ და საქართველოს ავტოინდუსტრიაში მიმდინარე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა, ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების მიმდინარეობა შეაფასეს. სს „გრინვეი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ებიტაშვილმა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამა გააცნო. სს „გრინვეი საქართველო“ მოსახლეობას 16 ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ორთვიან სტაჟირების პროგრამას სთავაზობს. პროგრამაში ჩართული სტაჟიორები ტექნიკური ინსპექტირების სერვის ცენტრებში გაივლიან ორთვიან უფასო სტაჟირებას. ინტენსიური გადამზადების ფარგლებში სტაჟიორები შეისწავლიან ინსპექტირების ძირითად სტანდარტებსა და პრინციპებს. ასევე, მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტექნიკური ინსპექტირების დარგში მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ. სს „გრინვეი საქართველო“ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე დიდი ქსელია საქართველოში. კომპანიის 10 სერვის ცენტრი თბილისშია განთავსებული, 16 კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ასევე, ისეთი ტერიტორიული ერთეულებისთვის, სადაც ტექნიკური ინსპექტირების მუდმივი ცენტრები არ არის, კომპანია გადასატან ტექინსპექტირების სადგურებს ფლობს. კომპანიამ დარგის განვითარებაში უკვე განახორციელა 53 მლ ინვესტიცია და შექმნა 370 სამუშაო ადგილი. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში კი სს „გრინვეი საქართველო” ფლობს ორ სერვის ცენტრს ქ. ფოთში და ქ. ხობში. რეგიონში განხორციელებულმა ინვესტიციამ შეადგინა დაახლოებით სამი მილიონი ლარი და შეიქმნა 11 ახალი სამუშაო ადგილი. სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორაცია შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ლინკზე: https://www.umartivesad.ge/ka/news/stajireba-grinveishi