12 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში “ძალადობის ჯაჭვი“ – პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ მობილიზატორის ია გორგოტაძის მიერ განხორციელებული საინფორმაციო შეხვედრა გენდერული საბჭოს წევრებთან და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალბატონებთან შედგა.
პროექტის მიზანი მედია საშუალებების აქტიური ჩართულობა , ღია საუბრები ძალადობასა და ტაბუდადებულ თემებზე. საზოგადოების პასუხისმგებლობა, მოქალაქეობრივი ვალდებულება და სახელმწიფოში არსებული რეფერალურიი მექანიზმები და პრევენციაა.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ქალთა კლუბი, რომლის მიზანი ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ძალადობის დაფარული ფორმების პრევენცია, საკითხის ადვოკატირება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენს.
პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 6 თვეს და შედგება 14 აქტივობისაგან.
პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ორგანიზაცია “BROT” -ის მიერ.