ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ქალაქში ჭადრაკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ღონისძიების საზეიმო გახსნას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები დაესწრნენ.პირველი სიმბოლური სვლა სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ გააკეთა.ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული აქტივობები.ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს მე-14 იმართება.მისი საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენს. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი 20 ივლისს დასრულდება.