16 ივლისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეთოთხმეტე (რიგგარეშე) მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი.
სხდომაზე მიღებული განკარგულებით მოწონებულ იქნა, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფოთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტები, რაც ითვალისწინებს:
აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობას;
ცენტარლური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობას;
ბესიკის ქუჩა №31-ში მდინარე კაპარჭას მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სანიჩბოსნო ინფრასტრუქტურის მშენებლობას;
კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაციას ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოებს;
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების კაპიტალურ რემონტს;
№5 და №17 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებში გათბობის სისტემის მოწყობას.
განკარგულების შესაბამისად, განისაზღვრა შავი ზღვის სანაპირო ზოლში ზომამცირე გემების ბაზირების პუნქტები.
სხდომაზე საკრებულოს წევრთა უმრავლესობით შეიქმნა ქალაქის ტერიტორიაზე (მიტოვებული შენობების და მიწის ნაკვეთების) დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების მოწესრიგებასთან დაკავშირებით დროებით სამუშაო ჯგუფი და დამტკიცდა ჯგუფის შემადგენლობა, რომლის ხელმძღვანელად არჩეულ იქნა საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე.
სხდომაზე მიღებულ იქნა ექვსი განკარგულება.