ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია , მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და ა(ა)იპ სპორტული გაერთიანების დირექტორი ბექა გუგუშვილი, 2019 წლის მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალოსან სპორტსმენს , გივი ნადარეიშვილს შეხვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპულ თამაშებზე 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფოთელმა გივი ნადარეიშვილმა ბელარუსი მაქსიმ კრასინსკი 10-1 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მეორე ევროპული თამაშები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში 21-30 ივნისს ჩატარდა და მასში 50 ქვეყნის 4000 -ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. #სპორტი2019