ფოთი საერთაშორისო რეგატას მასპინძლობს. „სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის“ ორგანიზებით, საერთაშორისო რეგატამ სახელწოდებით „DADDralli შავი ზღვა 2019“, საბერძნეთში აიღო სტარტი. რეგატაში გერმანიის, საბერძნეთისა და თურქეთის 15 იახტა მონაწილეობს. ღონისძიების სლოგანია ,,გაატარე ზაფხული საქართველოში“. ფოთის საიალქნო კლუბში, რეგატის მონაწილეებს თურქეთის გენერალური კონსული მაქბულე ქოჩაკი, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია,მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრებთან ერთად დახვდნენ. ღონისძიების მიზანია სამოყვარულო ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაცია. სტუმრები 4 დღეს დაჰყოფენ საქართველოში. დაათვალიერებენ ქალაქს, ეგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება.