საქართველოს პარლამენტისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ორგანიზაციის „ქართული ოცნება -ჯანმრთელი მომავალი” ორგანიზებით, ფოთში უფასო სამედიცინო აქცია მიმდინარეობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, სამედიცინო ცენტრის „ვივამედი“, ისრაელ-საქართველოს ერთობლივი კლინიკის „გიდმედი“, გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის, 33 დარგის წამყვანი ექიმები ომის ომის ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებს, ასევე მოსახლეობის სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს, დიაგნოსტიკურ კვლევებს უტარებენ. პაციენტებს უფასოდ გადაეცემათ გარკვეული დასახელების მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია, მამუკა პაპასკირი და პაატა ლაგვილავა გაეცნენ. სამედიცინო კვლევები ტარდება 19-21 ივლისს, ქალაქ ფოთში,აღმაშენებლის №16( მე-15 საჯარო სკოლის შენობაში), 10 სთ-დან 18 საათამდე.