„გაატარე შენი ზაფხული საქართველოში“_ ამ სლოგანით ფოთის აკვატორიაში, თურეთისა და გერმანიის დროშების ქვეშ მცურავი 8 იახტა შემოვიდა. ღონისძიება სახელწოდებით ,,DADD rally შავი ზღვა 2019“ სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის (DADD) ორგანიზებით იმართება. დახვედრის ცერემონიას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, საკრებულოს წევრები, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზეა განლაგებული. ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიება, სამოყვარულო ნაოსნობის განვითარებას და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.