ფოთში საქართველოს აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი ლაზერისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასებში გაიმართა, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენებმა იასპარეზეს. ჩემპიონატის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი მოადგილეებთან ერთად გაეცნო და მონაწილეებს წარმატებები უსურვა. აქვე დაფუძნდა საიალქნო კლუბი „ფოთი“. ჩემპიონატის დაწყებამდე, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელმა და თბილისელმა აფროსნებმა სასწავლო წვრთნები გაიარეს.