დასრულდა მე-14 ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელშიც 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე იღებდა მონაწილეობას. საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ, მერის მოადგილეებმა მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ, ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. ფესტივალის შედეგების მიხედვით, ფოთის საუკეთესო მოჭადრაკეებად გაგა გვასალია და გიორგი კვარაცხელია დასახელდნენ, რომლებმაც თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული აქტივობა. ღონისძიების საპრიზო ფონდი 45 ათას ლარს შეადგენდა.