დღეს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში კულტურულ – ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მიერ პროექტის – „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში ქალთა კლუბის წევრებისთვის ლექცია–სემინარი გაიმართა.
სემინარზე მოდეატორმა ია გორგოტაძემ ვრცლად იასაუბრა ისეთ თემებზე როგორიცაა: „ ძალადობა“ , „ძალადობის ფორმები“, „საზოგადოების პასუხისმგებლობა“, მოქალაქეობრივი ვალდებულება“, „სახელმწიფოში არსებული რეფერალური მექანიზმები და პრევენცია“.
შეხვედრა-სემინარების მთავარი მიზანს ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობით, პრობლემის აღმოფხვრის სტრატეგიის შექმნა, კლუბის წევრთა ცნობიერების ამაღლების, ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დახმარებას წარმოადგენს.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა, ქალთა კლუბისა და გენდერთა საბჭოს ერთობლივი, კოორდინირებული ურთიერთანამშრომლობით, დისკუსიებითა და მრგვალი მაგიდის ფორმატით, ბენეფიციართა ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ძალადობის პრევენციის სტრატეგიაა უპასუხოს გამოწვევებს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების თანამონაწილეობით. სტრატეგია ეფუძნება ადამიანის უფლებების უზენაესობის პრინციპს და ორიენტირებულია ადამიანზე, როგორც მთავარ ღირებულებაზე