🔹დასაქმების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შედეგები მიმოიხილა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ არასამთავრობო ორგანიზაცია „Action Against Hunger” პროგრამის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ მენეჯერთან თამარ ნასყიდაშვილთან და ასოციაცია „ათინათის“ აღმასრულებელ დირექტორთან რუსუდან ყალიჩავასთან შეხვედრაზე. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ, პროგრამის ორი ეტაპის შედეგად ქალაქში 15 ადამიანი დასაქმდა, რეგიონში კი 88 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 🔹ორგანიზაცია რეგიონსა და კონკრეტულად ფოთში, გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ხელშეწყობით, სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, რომელიც დევნილი მოსახლეობისთვის არის განკუთვნილი. მათ შორის მცირე ბიზნესის დაფინანსება და დასაქმების პროგრამა, რაც ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად დასაქმების მსურველთა გადამზადებას გულისხმობს. პროგრამა EPIC „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ მიზნად ისახავს მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ჩართულობის გაზრდას მათი დასაქმების უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების გაუმჯობესებით. პროგრამის ფარგლებში Action Against Hunger იყენებს დასაქმების და მეწარმეობის მეთოდოლოგიას, რათა ხელი შეუწყოს მოწყვლადი დევნილთა და ადგილობრივი მოსახლეობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას. აღნიშული მეთოდოლოგია ეხმარება მონაწილეებს გაიუმჯობესონ დასაქმებისა და მეწარმეობის კომპეტენციები, ზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს, ეხმარება მონაწილეებს განაგრძონ განათლება ან განავითარონ საკუთარი ბიზნესი. 🔹 პროექტის ფარგლებში ხორციელდება ბიზნესის გაფართოების კომპონენტი, რომელიც მიზნად ისახავს იმ ბიზნესების გაძლიერებას, რომლებსაც მართავენ იძულებით გადაადგილებული პირები და რომლებიც დაინტერესებულნი არიან გააფართოვონ მათი ბიზნესი. პროექტის განხორციელებას მხარს უჭერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ). 🔹გოჩა კურდღელიამ ორგანიზაციის მიერ გაწეული პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია, შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის ღონისძიებებზე ისაუბრეს.