დღეს, ქალაქის იერსახის მოწესრიგებასთან დაკავშირებით შექმნილმა საკრებულოს დროებითი კომისიის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული და დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთები დაათვალიერეს, ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ვითარებას და სამომავლოდ მოქმედების გზები დასახეს.
კომისია, რომელიც უსახური შენობების, მიტოვებული მიწის ნაკვეთების, არსებული ტერიტორიის მოწესრიგებას ისახავს მიზნად, გეგმავს კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებების წარმოებას.