საკრებულოს სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის იერსახის (მიტოვებული შენობების და მიწის ნაკვეთების, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების) მოწესრიგებასთან დაკავშირებით შექმნილმა დროებითი სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა, რომელსაც საკრებულოს წევრები, ქალაქის უბნებში მერის წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
კომისიის შექმნის მიზანია ქალაქის იერსახის მოწესრიგება, რომელსაც ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების თავმჯდომრე თორნიკე შონია ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა კომისიის წევრებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქალაქში არსებული მიტოვებული შენობების და მიწის ნაკვეთების, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შესახებ.
გაეცნენ სიას, სადაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, უსახური, დაუსრულებელი და ამორტიზებული 40 შენობა – ნაგებობა არის აღნიშნული და განიხილეს მათი ამჟამინდელი მდგომარეობა.
როგორც ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელმა, აღნიშნა ნუსხაში 21 შენობა კერძო პირის საკუთრებაში, 8 სახელმწიფო ბალანსზე არსებული და 10 მუნიციპალური შენობაა.
შეხვედრის ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების საკითხიც განიხილეს. აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს შენობების დიფერენცირება, ობიექტები პრობლემის სიდიდის მიხედვით ჯგუფებად დაყოფა და რამდენიმე შენობას სტატუსი უნდა მოეხსნას.
სხდომაზე, საკითხის გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და დაიგეგმა შენობა- ნაგებობების ადგილზე დათვალიერება.