▶️ „სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის დონეზე“ -ქ.ქუთაისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა,რომელსაც ქალაქ ფოთის მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელი გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა ზარანდია დაესწრო. ▶️სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სკოლამდელი განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებები და მუნიციპალიტეტების როლი და პასუხისმგებლობა სკოლამდელი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის კუთხით. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და იმსჯელეს სფეროში სტანდარტების დანერგვის და მიღწევის გზებსა და საშუალებებზე. ▶️ შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.ღონისძიებას პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი და პოლონეთის ქალაქ ელკის მერი დაესწრო,რომელმაც დამსწრეებს პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილება გააცნო. ▶️ სამუშაო შეხვედრა ორი პროექტის – პოლონეთის საერთაშორისო დახმარების პროგრამის და გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) თანამშრომლობის პროექტი “სკოლამდელი განათლების კადრების პროფესიული განვითარების სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ (ახორციელებს პოლონური ორგანიზაცია „ედუკატორი”) და მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა სოციალური ანგარიშვალდებულების გზით“ რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“-ს (Save the Children) და საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“ ფარგლებში გაიმართა.