🔹 ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ და მერის მოადგილეებმა-მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ, ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ მონაწილეებს ფოთის მერიაში უმასპინძლეს. 🔹ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდების ქვეყანა“ 22 ივლისს მარტვილის მუნიციპალიტეტში გაიხსნა. 🔹ფესტივალში საქართველოს, ტაილანდის, სლოვაკეთის, ბულგარეთის, უკრაინის და ბელორუსიის ფოლკლორული ანსამბლები და ჯგუფები მონაწილეობენ. 🔹ფოთის ცენტრალურ პარკში, 19:00 საათზე, ფესტივალში მონაწილე ანსამბლები საკუთარი ქვეყნის ფოლკლორ ნომრებს წარმოადგენენ. 🔹ფესტივალის საზეიმო დახურვა 25 ივლისს, 20 საათზე მარტვილში შედგება.