🔹 60 წლის შემდეგ, ფოთში მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი დანალექი შლამისა და ნატანისაგან გაიწმინდება. 🔹 გაიწმინდება და აღდგება ნაპირდამცავი ჯებირები. არხი გაატარებს 400კბ/წმ, რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და წყალდიდობის პრევენციის მიზნით. 🔹 ქალაქ ფოთში გამავალი მდინარე რიონის ქალაქის არხის რეაბილიტაციის დეტალური საინჟინრო პროექტის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ შპს „გროს ენერგო ჯგუფი“ გაიმარჯვა, რომელიც დეტალურ საინჟინრო პროექტს მოამზადებს.
![ფოთში მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი გაიწმინდება](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/11/67460908_2497326490323412_3702017361088348160_n.jpg)