📌სურსათის ეროვნული სააგენტოს ფოთის სამსახურის ადმინისტრაციული ცენტრის მშენებლობა დასრულდა. 📌პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე აშენდა თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა, რომელიც სრულად აღიჭურვა საოფისე ინვენტარით და კომპიუტერული ტექნიკით. 📌 პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. მშენებლობა მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 200 ათასი ლარი.
