🔹 60 წლის შემდეგ, ფოთში მდინარე რიონის ქალაქში გამავალი არხი დანალექი შლამისა და ნატანისაგან გაიწმინდება. 🔹 გაიწმინდება და აღდგება ნაპირდამცავი ჯებირები. არხი გაატარებს 400კბ/წმ, რაც მნიშვნელოვანია რიონის ჰიდრო დინამიური რეჟიმის აღდგენის, შავი ზღვის სანაპირო ზოლის სტაბილიზაციისა და წყალდიდობის პრევენციის მიზნით. 🔹 ქალაქ ფოთში გამავალი მდინარე რიონის ქალაქის არხის რეაბილიტაციის დეტალური საინჟინრო პროექტის მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში კომპანიამ შპს „გროს ენერგო ჯგუფი“ გაიმარჯვა, რომელიც დეტალურ საინჟინრო პროექტს მოამზადებს.
