30 ივლისს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეთხუთმეტე მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი.
სხდომის დაწყებამდე ოპოზიცის წარმომადგენლების განცხადებაზე საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ კომენტარი გააკეთა: -„ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას და ამ დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა ადამიანს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი აზრი, მითუმეტეს ოპოზიციურ პარტიებს. ეს ასე იყო სულ და იმ განცხადებებს რომელიც ეხება ჩვენს ქალაქს, კონკრეტულ რაიმე საკითხს, ჩვენ ყოველთვის ვიზიარებთ, ხოლო იმ დემაგოგიურ განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ცილისწამებას და კონკრეტული ადამიანების შეურაცხმყოფას შეიცავს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ვგმობთ და არანაირად არ ვეთანხმებით იმიტომ, რომ სწორედ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ამ ხელისუფლებამ შესძლო საქართველოში დემოკრატიული პროცესების ისეთ დონეზე წარმართვა, როგორიცაა ევროპული სტანდარტი“,- აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.
სხდომაზე მიღებული დადგენილებით შევიდა ცვლილება ქალაქის ტერიტორიაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2014 წლის დადგენილებაში. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მოისმინეს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2018 წლის მე-3 და მე-4 და 2019 წლის პირველი და მეორე კვარტლის მუშაობის შესახებ. როგორც სამსახურის უფროსმა აღნიშნა მოსახლეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვა ქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების პირობებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. 2018 და 2019 წელს ხორციელდება 20 პროგრამა. 2018 წელს პროგრამების ჯამურმა ბიუჯეტმა შეადგინა 1 754 200 ლარი, ხოლო 2019 წელს 1 831 000 ათასი ლარით განისაზღვრა.
საკრებულოს მიერ ანგარიში ცნობად იქნა მიღებული. წევრებმა სხდომაზე მიიღეს ორი განკარგულება და ერთი დადგენილება