🔹2019-2020 სასწავლო წელს ფოთის ხუთ საჯარო სკოლაში განახლებულ გარემოში შეხვდებიან. 🔹საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის N 13 განკარგულებით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქ ფოთის №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდება. 🔹პროექტის განხორციელება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან გოჩა კურდღელიასთან სამუშო შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, შესყიდვების სამმართველოს უფროსი ოთარ არევაძე სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. 🔹პროექტის ღირებულება 454 502 ლარია. იგი სასწავლო ობიექტებზე დემონტაჟის, სამშენებლო , სარემონტო სამუშაობის ჩატარებას და სისტემების განახლებას ითვალისწინებს.
