ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართველი და უცხოელი მხატვრების მონაწილეობით, კოლხეთის ეროვნული პარკში სახვითი ხელოვნების ფესტივალი -პლენერი მიმდინარეობს. ღონისძიებაში, სახელწოდებით „წელიწადის ოთხი სეზონი-მეგობრობის პალიტრა“, ადგილობრივ ხელოვანებთან ერთად, უკრაინელი და პოლონელი მხატვრები იღებენ მონაწილეობას. მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები ქალაქს გადაეცემა საჩუქრად. პლენერის ფარგლებში დაგეგმილია ნამუშევრების გამოფენა, ექსკურსია და სხვა კულტურული ღონისძიებები.
