ფოთში, კოლხეთის ეროვნული პარკის ეზოში ქართველი და უცხოელი მხატვრების მონაწილეობით სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი პლენერი სახელწოდებით „წელიწადის ოთხი სეზონი-მეგობრობის პალიტრა“ მიმდინარეობს, სადაც მხატვრები პეიზაჟებს ადგილზე ქმნიან.
ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო პლენერის მიზანი შემოქმედებითი გამოცდილების გაზიარებაა. მათივე თქმით, პროექტში მონაწილე ფოთელი მხატვრები შემოდგომაზე პოლონეთში ან უკრაინაში გაემგზავრებიან.
პლენერის დასრულების შემდეგ ქალაქის სივრცეში მოეწყობა შემაჯამებელი დასკვნითი გამოფენა და რამდენიმე ფერწერული ტილო ქალაქს საჩუქრად გადაეცემა.
პლენერი 2 აგვისტოს გაიხსნა და 9 აგვისტოს ჩათვლით გაგძელდება, რომელშიც ქართველებთან ერთად უკრაინელი და პოლონელი მხატვრები იღებენ მონაწილეობას.
პლენერში მონაწილე მხატვრებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია საკრებულოს წევრებთან ერთად შეხვდა და ნახატების შექმნის პროცესი ადგილზე დაათვალიერა.