ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2019 წლის 6 თვის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ფინანსურმა ანალიზმა აჩვენა, რომ იგი 117,4 %-ია და გადაჭარბება 2244,4 ათ. ლარი. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 2 003, 9 ათ. ლარია. ამის თაობაზე ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ სამუშაო თათბირზე განაცხადა, რომელზეც ფინანსურ საკითხებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.
