6 აგვისტოს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის მეთექვსმეტე (რიგგარეშე) მოწვევის სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ და დამტკიცებულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი.
სხდომაზე მიღებული დადგენილებით შევიდა ცვლილება ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტში.
ცვლილება შევიდა მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს 2017 წლის დადგენილებაში.
მიეცა ქალაქის მერს თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული პეტრე იბერის ქ. №23-ში მდებარე უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშრებით.
სხდომაზე მიღებულ იქნა ორი დადგენილება და ერთი განკარგულება.