ფოთში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ადმინისტრაციულ შენობებზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ, მერის მოადგილეებმა კონსტანტინე თოფურიამ, მამუკა პაპასკირმა და პაატა ლაგვილავამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი. აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 8 აგვისტოს მოვლენებმა ფოთის 11 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაშავდა 80-მდე ადამიანი.