ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. პროექტი მდინარე კაპარჭის 3 700მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.
![მდინარე კაპარჭას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2019/11/67839897_2515989001790494_4696058524948496384_n.jpg)