ფოთში მიმდინარე სახვითი ხელოვნების ფესტივალი „წელიწადის ოთხი სეზონი-მეგობრობის პალიტრა“დასრულდა. მონაწილეებმა, კოლხეთის ეროვნულ პარკში, პლენერის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. გამოფენა ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სახვითი ხელოვნების ფესტივალი „წელიწადის ოთხი სეზონი-მეგობრობის პალიტრა“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში ქართველი და უცხოელი მხატვრები იღებდნენ მონაწილეობას.
