საერთაშორისო ფესტივალი, სახელწოდებით – ,,წელიწადის 4 დრო“ დასრულდა. მხატვართა პლენერი ფოთში ორი აგვისტოდან დაიწყო.
პლენერში ქართველ ხელოვანებთან ერთად უცხოელი მხატვრებიც მონაწილეობდნენ.
მოეწყო ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც, რომელსაც საკრებულოს წევრები: ხვიჩა ცხვიტარია, თორნიკე შონია, თორნიკე კირთაძე, ზვიად დგებუაძე მერის მოადგილე მამუკა პაპასკირთან ერთად ესწრებოდნენ.
ფოთის პეიზაჟის თემატიკაზე ნახატები 8 დღის განმავლობაში შეიქმნა და გამოფენის შემდეგ 20 ნახატი ქალაქს საჩუქრად გადაეცემა.
პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა და როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მომავალ წელს უფრო მაშტაბურ ხასიათს მიიღებს, ხოლო ქალაქი სხვადასხვა ქვეყნებიდან მხატვრებს ყოველწლიურად უმასპინძლებს.