ფოთში მდინარე კაპარჭას გაწმენდის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „ინშაათ საქართველო“ ახორციელებს. პროექტი მდინარე კაპარჭის 3 700მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს როგორც მდინარე კაპარჭის წყალგამტარიანობისა და შესაბამისად პალიასტომის ტბის ეკოსისტემის აღდგენას, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.