საზოგადოებრივი ორგანიზაცია ფონდი „აფხაზინტერკონტი“, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, ხელს უწყობს საქართველოში მცირე მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეჭირვებული ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ორგანიზაცია სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში 2 პროექტს ახორციელებს: 1. სამეგრელოს რეგიონში ადმინისტრაციულ საძღვრის პირა რეგიონში მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა“ (დონორი Chemonics project ZRDA); 2. სამეგრელო და ზემო სვანეთის რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისათვის–ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა. (დონორი “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების, ლტოლვილთა და ჯანდაცვის სამინისტროs, მიგრაციის დეპარტამენტი). პროექტი ითვალისწინებს მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდებას: მწვავე ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა; სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; შემოსავლის წყაროს გაჩენის და თვითდასაქმების ხელშეწყობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დასწრნენ.