12 აგვისტოს, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.
ამ დღესასწაულს ფოთელი ახალგაზრდობაც შეუერთდა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ეს დღე ახალგაზრდებს სხვადასხვა ღონისძიებებით მიულოცა.
მალთაყვის ბულვარში პლაჟის ფრენბურთი, პლაჟის ფეხბურთი და ველოსპორტი ჩატარდა, ხოლო დღის ბოლოს ია ტომაშის, ბენდი ქონექშენის და DJ SABA მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
მოეწყო ფერების ფესტივალი და დღე გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.