ქალაქ ფოთის ხუთ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. №1, №3, №4, №6 და №8 საჯარო სკოლებში სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მიმდინარეობს სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები. სკოლებში სარემონტო პრცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია გაეცვნენ.